მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ბაუმერი

jobs.ge

სტაჟირება - გაყიდვების მენეჯერი

ბოლო ვადა 16 დეკ 2026
"Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს: ** საინჟინრო სისტემების პროექტირება. ** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი. ** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება. დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული. ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს. კომპანია "Baumer"-ი აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ობიექტების მოძიება შემდგომში სამონტაჟო მომსახურების გაწევის მიზნით; ** პოტენციური კლიენტებისთვის მომსახურების შეთავაზება და გაცნობა; ** დაინტერესებულ მომხმარებლებთან ერთად ობიექტის დათვალიერება; ** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა; ** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება; ** რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება; ** აღებული ობიექტების პროექტირების, განფასების და სამონტაჟი სამუშაოების მონიტორინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური (B2), რუსული (B2); ** კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე. ** დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი ** კომუნიკაბელური; სამუშაო პირობები: ** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00 ან 10:00-19:00 ** ლოკაცია: თბილისი ** მივლინების საჭიროება: საჭიროებიდან გამომდინარე რეგიონებში ვიზიტი. ** სტაჟირება ანაზღაურებადია ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილების მიხედვით (ფიქსირებულს + საბონუსე სისტემა) დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.