ბაუმერი
jobs.geსტაჟირება - გაყიდვების მენეჯერი
Apply by 16 Dec 2026
"Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.
ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია "Baumer"-ი აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ობიექტების მოძიება შემდგომში სამონტაჟო მომსახურების გაწევის მიზნით;
** პოტენციური კლიენტებისთვის მომსახურების შეთავაზება და გაცნობა;
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან ერთად ობიექტის დათვალიერება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
** აღებული ობიექტების პროექტირების, განფასების და სამონტაჟი სამუშაოების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური (B2), რუსული (B2);
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე.
** დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი
** კომუნიკაბელური;
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00 ან 10:00-19:00
** ლოკაცია: თბილისი
** მივლინების საჭიროება: საჭიროებიდან გამომდინარე რეგიონებში ვიზიტი.
** სტაჟირება ანაზღაურებადია
ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილების მიხედვით (ფიქსირებულს + საბონუსე სისტემა)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
Source: jobs.ge. Availability may change.