მთავარ შინაარსზე გადასვლა

უფასო CV და რეზიუმეს შაბლონები

აირჩიე შაბლონი, შეავსე ინფორმაცია და ჩამოტვირთე PDF რამდენიმე წუთში. შაბლონის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლია — შენი ინფორმაცია არ დაიკარგება.

რეზიუმეს მაგალითები

დაიწყე მზა მაგალითით და შეცვალე ის შენი ინფორმაციით.

ხშირად დასმული კითხვები შაბლონებზე

რომელი CV შაბლონი ავირჩიო?

ოფიციალური ვაკანსიებისთვის და დიდი კომპანიებისთვის აირჩიე მარტივი ერთსვეტიანი შაბლონი — ის ადვილად იკითხება და ATS სისტემებიც კარგად ამუშავებს. დიზაინის, მარკეტინგის და სხვა კრეატიული პოზიციებისთვის მოერგება ორსვეტიანი შაბლონი ფერით. შაბლონის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლია — შეყვანილი ინფორმაცია არ იკარგება.

შაბლონები მართლა უფასოა?

დიახ. ყველა შაბლონი, რედაქტორი და PDF-ის ჩამოტვირთვა უფასოა. რეგისტრაცია მხოლოდ ჩამოტვირთვისას გჭირდება, რომ CV შენს ანგარიშში შეინახოს.

შემიძლია CV ინგლისურად გავაკეთო?

დიახ. რედაქტორში CV-ის ენა გადართე ქართულიდან ინგლისურზე — სექციების სათაურები შესაბამის ენაზე გამოჩნდება. ერთი და იგივე ინფორმაციით ორივე ენაზე შეგიძლია ცალ-ცალკე CV გქონდეს.

ფოტო აუცილებელია?

არა. საქართველოში ბევრი დამსაქმებელი ფოტოს ელოდება, მაგრამ ეს სავალდებულო არ არის. არის შაბლონები ფოტოთი და ფოტოს გარეშე — აირჩიე ვაკანსიის მიხედვით.

რა ფორმატით ჩამოიტვირთება CV?

PDF ფორმატით, A4 ზომაზე. თუ CV ერთ გვერდზე არ ეტევა, ავტომატურად გადადის შემდეგ გვერდზე. PDF-ში ტექსტი ტექსტად რჩება, ამიტომ მისი მონიშვნა და ძებნა შესაძლებელია.

რა არის ATS-თან თავსებადი შაბლონი?

ATS არის პროგრამა, რომლითაც კომპანიები შემოსულ CV-ებს ფილტრავენ. ასეთი სისტემები საუკეთესოდ კითხულობენ მარტივ, ერთსვეტიან სტრუქტურას ჩვეულებრივი სათაურებით. შაბლონებზე ნიშანი „ATS-თან თავსებადი“ სწორედ ასეთ დიზაინს აღნიშნავს.