1. საიტზე (Mycv.ge) რეგისტრაციით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება პორტალით სარგებლობის წესებსა და პირობებს;
2. მომხმარებელი პასუხისმგებელია ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც განხორციელებულია პორტალზე მისი სახელით;
3. მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემების(ელ. ფოსტა, პაროლი და სხვა ნებისმიერი სარეგისტრაციო მონაცემი) უსაფრთხოდ შენახვაზე; 4. სერვისის ზოგიერთი ნაწილის ფუნქციონალური შესაძლებლობების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
5. მომხმარებლის მიერ არჩეული ლოგინი და პაროლი აუცილებელი და საკმარისი პირობაა წინა პუნქტში ხსენებული სერვისის შესაძლებლობების გამოყენებისათვის.
6. ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს არ მისცეს მომხმარებელს გარკვეული ლოგინების გამოყენების უფლება, ასევე დააწესოს შეზღუდვები ლოგინისა და პაროლის სიმბოლოების რაოდენობაზე და ა.შ.
7. მომხმარებელი თვითონაა პასუხისმგებელი თავისი ლოგინისა და პაროლის უსაფრთხოებაზე (ადვილად ამოცნობადობაზე). ასევე დამოუკიდებლად უზრუნველყოფს მათ კონფიდენციალურობას.
8. მომხმარებელი პასუხს აგებს მის მიერ პორტალზე განთავსებულ ინფორმაციაზე;
9. პორტალის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ცალმხრივად, მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეიტანოს ცვლილებები და დამატებები პირობებში;
10. ცვლილებები და დამატებები გამოქვეყნდება პირობებში. მომხმარებლის მიერ პორტალის შემდგომი გამოყენება ჩაითვლება თანხმობად ცვლილებებსა და დამატებებზე;
11. ადმინისტრაცია არ იძლევა გარანტიას, რომ სერვისი სრულ შეესაბამეისობაში იქნება მომხმარებლის მოთხოვნებთან, ყოველთვის უწყვეტად, სწრაფად და საიმედოდ მიეწოდება მას. აგრეთვე სერვისით მიღებული ინფორმაცია იქნება ყოველთვის უშეცდომო.
12. პლატფორმა შესაძლოა გახდეს მთლიანად ან ნაწილობრივ ხელმიოუწვდომელი პროფილაქტიკური ღონისძიების გატარების მიზნით ან ნებისმიერი სხვა ტექნიკური მიზეზით. პორტალს აქვს უფლება გაატაროს პროფილაქტიკური ღონისძიებები მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე;
13. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ სერვისის გამოყენების შედეგად მიღებულ არანაირ (მატერიალურ თუ მორალურ) ზარალზე.
14. პორტალზე განთავსებული ყველა ობიექტი, მათ შორის: ლოგოები, დიზაინის ელემენტები, ტექსტი გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრაციები, სკრიპტები, პროგრამები და სხვა ობიექტები წარმოადგენს Mycv.ge-ს საკუთრებას.
15. აღნიშნული პორტალის კონფიდენციალურობის პოლიტიკა არეგულირებს ვებ-გვერდზე პირადი მონაცემების შეგროვების, გამოყენებისა და გავრცელების წესებს. ამგვარი ინფორმაციის გამოყენება ხორციელდება პორტალის ადმინისტრირების მიზნებისათვის, ვებ გვერდის ვიზიტორების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ანალიზისათვის, მარკეტინგული ღონისძიებების ეფექტურობის შესაფასებლად და ვებ-გვერდის სხვა საჭიროებებისათვის.
16. საიტი უფლებას იტოვებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და პორტალის მიზნებისათვის მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდით სარგებლობისას დაგროვებული ინფორმაცია, მათ შორის განხორციელებული აქტივობები, შედეგები და საკონტაქტო ინფორმაცია(მაგ. მობილურის ნომერი) საჭიროებისამებრ გადასცეს მესამე პირებს, რათა სრულად ისარგებლონ პორტალის ყველა ფუნქციით.
17. ვებ-გვერდის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ის გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე პირობებს.