მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

Glarros Hotel Tbilisi

jobs.ge

IT მხარდაჭერის სპეციალისტი

ბოლო ვადა 14 დეკ 2026
GLARROS Hotel Tbilisi — სტუმარმასპინძლობის სფეროში პრემიუმ კატეგორიის სასტუმრო - აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის - პოზიციაზე. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია თანამშრომლებისთვის კეთილგანწყობილი, სტაბილური და პროფესიული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენთან დაგხვდებათ თანამშრომლობაზე დაფუძნებული გუნდი და შესაძლებლობა, გახდეთ სასტუმროს ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი. საქმიანობის სფერო: ** თანამშრომლების ყოველდღიური IT მხარდაჭერა; ** თანამშრომელთა ანგარიშებისა და წვდომების მართვა; ** კომპიუტერების, ლეპტოპების, პრინტერებისა და პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ** PMS, POS, IP ტელეფონიის, IPTV და Smart TV სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა; ** სასტუმროს სტუმრების Wi-Fi ქსელის ტექნიკური მხარდაჭერა; ** ვიდეოკამერებისა და ჩამწერი მოწყობილობების ყოველდღიური ტექნიკური კონტროლი და კონფიგურაცია; ** მარტივი მონტაჟი, დემონტაჟი, გადაადგილება და კონფიგურაცია; ** ქსელური მოწყობილობების (როუტერები, სვიჩები და სხვა) საბაზისო ტექნიკური გამართვა; ** IT ინციდენტების იდენტიფიცირება, პირველადი დიაგნოსტიკა და დროული რეაგირება; ** IT ტექნიკის ინვენტარიზაცია და აღრიცხვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უპირატესობა მიენიჭება სასტუმროს სფეროში მუშაობის გამოცდილებას, განსაკუთრებით PMS, POS, IP ტელეფონიისა და IPTV სისტემებთან შეხებას; ** კომპიუტერული ტექნიკისა და საოფისე მოწყობილობების გამართვის პრაქტიკული გამოცდილება; ** პროგრამული სისტემების ინსტალაციისა და კონფიგურაციის ცოდნა; სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ლესელიძე, თავისუფლები მოედანი - კოტე აფხაზის ქ. 15; ** სამუშაო გრაფიკი: 5/2 - 09:00 - 18:00; ** უზრუნველყოფილი კვება; ** ანაზღაურება: 1700/2000 GEL (NET) - გამოცდილების მიხედვით დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ, თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hrglarros@gmail.com / Subject - IT Specialist მადლობა, რომ დაინტერესდით "Glarros Hotel Tbilisi"-ით. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი გუნდის წევრი გახდებით. თუ იცნობთ ადამიანს, ვისთვისაც აღნიშნული პოზიცია საინტერესო იქნება, გთხოვთ, გაუზიაროთ ჩვენი ვაკანსია.

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.