Glarros Hotel Tbilisi
jobs.geIT მხარდაჭერის სპეციალისტი
Apply by 14 Dec 2026
GLARROS Hotel Tbilisi — სტუმარმასპინძლობის სფეროში პრემიუმ კატეგორიის სასტუმრო - აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის - პოზიციაზე.
ჩვენი გუნდი ორიენტირებულია თანამშრომლებისთვის კეთილგანწყობილი, სტაბილური და პროფესიული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენთან დაგხვდებათ თანამშრომლობაზე დაფუძნებული გუნდი და შესაძლებლობა, გახდეთ სასტუმროს ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
საქმიანობის სფერო:
** თანამშრომლების ყოველდღიური IT მხარდაჭერა;
** თანამშრომელთა ანგარიშებისა და წვდომების მართვა;
** კომპიუტერების, ლეპტოპების, პრინტერებისა და პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** PMS, POS, IP ტელეფონიის, IPTV და Smart TV სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა;
** სასტუმროს სტუმრების Wi-Fi ქსელის ტექნიკური მხარდაჭერა;
** ვიდეოკამერებისა და ჩამწერი მოწყობილობების ყოველდღიური ტექნიკური კონტროლი და კონფიგურაცია;
** მარტივი მონტაჟი, დემონტაჟი, გადაადგილება და კონფიგურაცია;
** ქსელური მოწყობილობების (როუტერები, სვიჩები და სხვა) საბაზისო ტექნიკური გამართვა;
** IT ინციდენტების იდენტიფიცირება, პირველადი დიაგნოსტიკა და დროული რეაგირება;
** IT ტექნიკის ინვენტარიზაცია და აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უპირატესობა მიენიჭება სასტუმროს სფეროში მუშაობის გამოცდილებას, განსაკუთრებით PMS, POS, IP ტელეფონიისა და IPTV სისტემებთან შეხებას;
** კომპიუტერული ტექნიკისა და საოფისე მოწყობილობების გამართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** პროგრამული სისტემების ინსტალაციისა და კონფიგურაციის ცოდნა;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ლესელიძე, თავისუფლები მოედანი - კოტე აფხაზის ქ. 15;
** სამუშაო გრაფიკი: 5/2 - 09:00 - 18:00;
** უზრუნველყოფილი კვება;
** ანაზღაურება: 1700/2000 GEL (NET) - გამოცდილების მიხედვით
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ, თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hrglarros@gmail.com / Subject - IT Specialist
მადლობა, რომ დაინტერესდით "Glarros Hotel Tbilisi"-ით. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი გუნდის წევრი გახდებით.
თუ იცნობთ ადამიანს, ვისთვისაც აღნიშნული პოზიცია საინტერესო იქნება, გთხოვთ, გაუზიაროთ ჩვენი ვაკანსია.
Source: jobs.ge. Availability may change.