Tbilisi Boxing Academy
jobs.geპროტეინ-ბარის თანამშრომელი
ბოლო ვადა 13 დეკ 2026
თანამედროვე პრემიუმ კლასის ბოქსის აკადემია "Tbilisi Boxing Academy" რომელიც მდებარეობს თბილისის პრესტიჟულ საცხოვრებელ კომპლექსში, ეძებს მეგობრულ, ყურადღებიან და პასუხისმგებლობიან პროტეინ-ბარის თანამშრომელს.
მისამართი: მარი ბროსეს ქუჩა №2, თბილისი
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ გუნდს და მოტივაციურ სპორტულ ატმოსფეროს
** ოფიციალურ დასაქმებას
** ცვლებში მუშაობის გრაფიკს: 08:00-15:00 / 15:00-22:00
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 ცვლა
** შაბათს შემოკლებული სამუშაო ცვლები: 09:00-13:00 / 13:00-18:00
** ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსები
** ჩვენს ბოქსის აკადემიაში ჯგუფურ ვარჯიშებზე უფასო დასწრების შესაძლებლობას.
მოვალეობები:
** პროტეინის კოქტეილების, სმუზების, ყავისა და სხვა სასმელების მომზადება და მიწოდება
** მომხმარებლების მაღალი ხარისხით მომსახურება და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა
** შეკვეთების მიღება და გადახდების დამუშავება
** პროტეინ-ბარის სივრცეში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
** პროდუქციის მარაგების კონტროლი და აღრიცხვა
** ინგრედიენტების, სასმელებისა და საჭირო მასალების მარაგების დროული შევსება
** პროდუქტების შენახვის წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
** სამუშაო ადგილისა და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა
მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებისადმი ყურადღება
** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და კეთილგანწყობა
** დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** კაფეში, ბარში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესი ჩაითვლება დამატებით უპირატესობად
გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი?
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: tbilisiboxingacademy@gmail.com
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.