Skip to main content
Back to all jobs

Tbilisi Boxing Academy

jobs.ge

პროტეინ-ბარის თანამშრომელი

Apply by 13 Dec 2026
თანამედროვე პრემიუმ კლასის ბოქსის აკადემია "Tbilisi Boxing Academy" რომელიც მდებარეობს თბილისის პრესტიჟულ საცხოვრებელ კომპლექსში, ეძებს მეგობრულ, ყურადღებიან და პასუხისმგებლობიან პროტეინ-ბარის თანამშრომელს. მისამართი: მარი ბროსეს ქუჩა №2, თბილისი ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ გუნდს და მოტივაციურ სპორტულ ატმოსფეროს ** ოფიციალურ დასაქმებას ** ცვლებში მუშაობის გრაფიკს: 08:00-15:00 / 15:00-22:00 ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 ცვლა ** შაბათს შემოკლებული სამუშაო ცვლები: 09:00-13:00 / 13:00-18:00 ** ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსები ** ჩვენს ბოქსის აკადემიაში ჯგუფურ ვარჯიშებზე უფასო დასწრების შესაძლებლობას. მოვალეობები: ** პროტეინის კოქტეილების, სმუზების, ყავისა და სხვა სასმელების მომზადება და მიწოდება ** მომხმარებლების მაღალი ხარისხით მომსახურება და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა ** შეკვეთების მიღება და გადახდების დამუშავება ** პროტეინ-ბარის სივრცეში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა ** პროდუქციის მარაგების კონტროლი და აღრიცხვა ** ინგრედიენტების, სასმელებისა და საჭირო მასალების მარაგების დროული შევსება ** პროდუქტების შენახვის წესებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა ** სამუშაო ადგილისა და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა მოთხოვნები კანდიდატების მიმართ: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებისადმი ყურადღება ** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და კეთილგანწყობა ** დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი ** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა ** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ** კაფეში, ბარში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ ინტერესი ჩაითვლება დამატებით უპირატესობად გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი? გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: tbilisiboxingacademy@gmail.com

Source: jobs.ge. Availability may change.