მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

BCT Motors LLC

jobs.ge

B2B გაყიდვების მენეჯერი

ბოლო ვადა 30 ნოე 2026
"BCT Motors" ახალგაზრდა და მზარდი კომპანიაა, რომელიც საავტომობილო და სამრეწველო საცხებ-საპოხი მასალების იმპორტსა და დისტრიბუციას ეწევა. ჩვენ ნიდერლანდური ბრენდის Eurol-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი ვართ საქართველოში. ახალი მიმართულებების გასავითარებლად გუნდს ვაფართოებთ და ვეძებთ B2B გაყიდვების მენეჯერს. სამუშაო ადგილი — თბილისი, სრული განაკვეთი გრაფიკი — ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00, ერთსაათიანი შესვენებით ანაზღაურება — 3 000 ლარიდან და გაყიდვების შედეგებზე დამოკიდებული ბონუსი ძირითადი მოვალეობები: ** ახალი კორპორაციული კლიენტების მოძიება წარმოების, მშენებლობის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და სამთო მრეწველობის სფეროებში ** კლიენტებთან რეგულარული ვიზიტები თბილისსა და რეგიონებში და მათი საჭიროებების შესწავლა ** კომერციული შეთავაზებების მომზადება, მოლაპარაკებების წარმართვა და გარიგებების დადება ** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება და განმეორებითი გაყიდვების ზრდაზე მუშაობა ** გაყიდვების გეგმის შესრულება, CRM/1C სისტემაში მიმდინარე გარიგებების აღრიცხვა და ანგარიშების მომზადება ** შეთანხმებული გადახდის ვადების კონტროლი და კლიენტებთან დავალიანების საკითხებზე კომუნიკაცია ** ტენდერებში მონაწილეობა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** B2B გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ახალი კლიენტების მოზიდვის გამოცდილება ** მოლაპარაკებების წარმართვისა და გარიგებების დადების უნარი ** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და შედეგზე პასუხისმგებლობის აღების უნარი ** ტექნიკური პროდუქციის შესწავლის მზადყოფნა და კლიენტისთვის მისი უპირატესობების გასაგებად ახსნის უნარი ** ქართული ენის გამართული ცოდნა და ინგლისურ ან რუსულ ენაზე კომუნიკაციის უნარი ** B კატეგორიის მართვის მოწმობა და რეგიონებში ვიზიტებისთვის მზადყოფნა რეზიუმე ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე გამოგვიგზავნეთ 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით ელფოსტის მისამართზე b.chubinidze@gmail.com. წერილის თემაში მიუთითეთ "B2B გაყიდვების მენეჯერი". დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.