BCT Motors LLC
jobs.geB2B გაყიდვების მენეჯერი
Apply by 30 Nov 2026
"BCT Motors" ახალგაზრდა და მზარდი კომპანიაა, რომელიც საავტომობილო და სამრეწველო საცხებ-საპოხი მასალების იმპორტსა და დისტრიბუციას ეწევა. ჩვენ ნიდერლანდური ბრენდის Eurol-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი ვართ საქართველოში. ახალი მიმართულებების გასავითარებლად გუნდს ვაფართოებთ და ვეძებთ B2B გაყიდვების მენეჯერს.
სამუშაო ადგილი — თბილისი, სრული განაკვეთი
გრაფიკი — ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00, ერთსაათიანი შესვენებით
ანაზღაურება — 3 000 ლარიდან და გაყიდვების შედეგებზე დამოკიდებული ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი კორპორაციული კლიენტების მოძიება წარმოების, მშენებლობის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და სამთო მრეწველობის სფეროებში
** კლიენტებთან რეგულარული ვიზიტები თბილისსა და რეგიონებში და მათი საჭიროებების შესწავლა
** კომერციული შეთავაზებების მომზადება, მოლაპარაკებების წარმართვა და გარიგებების დადება
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება და განმეორებითი გაყიდვების ზრდაზე მუშაობა
** გაყიდვების გეგმის შესრულება, CRM/1C სისტემაში მიმდინარე გარიგებების აღრიცხვა და ანგარიშების მომზადება
** შეთანხმებული გადახდის ვადების კონტროლი და კლიენტებთან დავალიანების საკითხებზე კომუნიკაცია
** ტენდერებში მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** B2B გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ახალი კლიენტების მოზიდვის გამოცდილება
** მოლაპარაკებების წარმართვისა და გარიგებების დადების უნარი
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და შედეგზე პასუხისმგებლობის აღების უნარი
** ტექნიკური პროდუქციის შესწავლის მზადყოფნა და კლიენტისთვის მისი უპირატესობების გასაგებად ახსნის უნარი
** ქართული ენის გამართული ცოდნა და ინგლისურ ან რუსულ ენაზე კომუნიკაციის უნარი
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და რეგიონებში ვიზიტებისთვის მზადყოფნა
რეზიუმე ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე გამოგვიგზავნეთ 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით ელფოსტის მისამართზე b.chubinidze@gmail.com. წერილის თემაში მიუთითეთ "B2B გაყიდვების მენეჯერი".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
Source: jobs.ge. Availability may change.