მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

jobs.ge

სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელი პირი

ბოლო ვადა 18 ნოე 2026
ა (ა)იპ "ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" (GIPA) აცხადებს ღია კონკურსს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელი პირის პოზიციაზე — 1 ვაკანტური ადგილი. სამუშაო ადგილი: რუსთავის გზატკეცილი N22ა; ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად. სამუშაო გრაფიკი: 11:00-19:00. ძირითადი მოვალეობები: ** საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტის თანამშრომლის, სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის ან/და სხვა პირის, რომელიც იმყოფება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, პირველადი გადაუდებელი ექიმამდელი დახმარება; ** საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის გამოძახება; ** ინციდენტის შემთხვევაში, დაშავებულ (ებ)ზე ზრუნვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის მოსვლამდე; ** მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება ადამიან (ებ)ის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად; ** პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისთვის საჭირო სამედიცინო დანიშნულების საშუალებების რაოდენობისა და მათი ვარგისიანობის მონიტორინგი და საჭიროებისამებრ, უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურისთვის შესასყიდი სამედიცინო დანიშნულების საშუალებებისა და საჭირო ინვენტარის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დეკანისა და პროგრამის ხელმძღვანელებისთვის რეკომენდაციის მიცემა სტუდენტის სასწავლო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ; ** უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგის ჩატარება; ** ეპიდემიის შემთხვევაში, დაავადების გავრცელების თავიდან აცილების პრევენციული გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და გეგმის განხორციელებაზე ზედამხედველობა; ** საქმიანობის შესაბამისად, ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამედიცინო სფეროში ან პროფესიული სამედიცინო განათლება ან აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ გაცემული პირველადი გადაუდებელი დახმარების სერტიფიკატის ფლობა; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება. პიროვნული უნარები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** კორპორატიულ ქსელში ჩართულ სატელეფონო მომსახურებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტულ პოლისს. კონკურსის ჩატარების ვადები: ** საბუთების მიღება: 2026 წლის 10 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით; ** კანდიდატებთან გასაუბრება: 20 ნოემბერი. კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას: ** რეზიუმე (CV); ** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ** კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები; ** "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა. თუ დაინტერესებული ხართ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, დოკუმენტაცია გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე — vacancy@gipa.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.