საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
jobs.geსამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელი პირი
Apply by 18 Nov 2026
ა (ა)იპ "ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" (GIPA) აცხადებს ღია კონკურსს სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელი პირის პოზიციაზე — 1 ვაკანტური ადგილი.
სამუშაო ადგილი: რუსთავის გზატკეცილი N22ა;
ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი: 11:00-19:00.
ძირითადი მოვალეობები:
** საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტის თანამშრომლის, სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის ან/და სხვა პირის, რომელიც იმყოფება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, პირველადი გადაუდებელი ექიმამდელი დახმარება;
** საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის გამოძახება;
** ინციდენტის შემთხვევაში, დაშავებულ (ებ)ზე ზრუნვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალის მოსვლამდე;
** მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება ადამიან (ებ)ის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად;
** პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისთვის საჭირო სამედიცინო დანიშნულების საშუალებების რაოდენობისა და მათი ვარგისიანობის მონიტორინგი და საჭიროებისამებრ, უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურისთვის შესასყიდი სამედიცინო დანიშნულების საშუალებებისა და საჭირო ინვენტარის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დეკანისა და პროგრამის ხელმძღვანელებისთვის რეკომენდაციის მიცემა სტუდენტის სასწავლო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ;
** უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგის ჩატარება;
** ეპიდემიის შემთხვევაში, დაავადების გავრცელების თავიდან აცილების პრევენციული გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და გეგმის განხორციელებაზე ზედამხედველობა;
** საქმიანობის შესაბამისად, ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამედიცინო სფეროში ან პროფესიული სამედიცინო განათლება ან აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ გაცემული პირველადი გადაუდებელი დახმარების სერტიფიკატის ფლობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კორპორატიულ ქსელში ჩართულ სატელეფონო მომსახურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტულ პოლისს.
კონკურსის ჩატარების ვადები:
** საბუთების მიღება: 2026 წლის 10 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით;
** კანდიდატებთან გასაუბრება: 20 ნოემბერი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:
** რეზიუმე (CV);
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
** "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.
თუ დაინტერესებული ხართ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ, დოკუმენტაცია გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე — vacancy@gipa.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
Source: jobs.ge. Availability may change.