მაქსთერმი
jobs.geადმინისტრაციული და ტექნიკური უსაფრთხოების მენეჯერი
ბოლო ვადა 24 ნოე 2026
შპს "მაქსთერმი", რომელიც 2005 წლიდან პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გათბობის, გაგრილების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული და ტექნიკური უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 149
თუ გაქვთ შენობების მართვის, უსაფრთხოების ზედამხედველობისა და ტექნიკური პრობლემების სწრაფი რეაგირების გამოცდილება, გიწვევთ ჩვენს გუნდში!
ძირითადი მოვალეობები:
** მთლიანი შენობის უსაფრთხოების სისტემების სრული კონტროლი და შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედამხედველობა/დაცვა.ფილიალებში ელექტრო გაყვანილობის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** შენობაში არსებულ ნებისმიერ ტექნიკურ გაუმართაობაზე მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება;
** სამეურნეო ქონების მართვის სპეციალისტის მართვა და მისი კოორდინაცია ტექნიკურ ნაწილსა და შოურუმების გამართულობაში;
** ოფისის, საწყობებისა და შოურუმების ტერიტორიების უსაფრთხო, შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი პროფილური სპეციალისტების მოძიება, მათთან კომუნიკაცია, პირობებზე შეთანხმება და სამუშაოების შესრულების ზედამხედველობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** ადმინისტრაციული, ტექნიკური ან შენობების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ძლიერი მენეჯერული და ლიდერული უნარები (გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ძლიერი მენეჯერული და ლიდერული უნარები (გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** პრობლემების სწრაფი იდენტიფიცირებისა და ოპერატიული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის უნარები.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@maxtherm.ge
ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ადმინისტრაციული და ტექნიკური უსაფრთხოების მენეჯერი.
ვაკანსიის ბოლო ვადა: 24.11.2026
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.