Skip to main content
Back to all jobs

მაქსთერმი

jobs.ge

ადმინისტრაციული და ტექნიკური უსაფრთხოების მენეჯერი

Apply by 24 Nov 2026
შპს "მაქსთერმი", რომელიც 2005 წლიდან პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გათბობის, გაგრილების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული და ტექნიკური უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 149 თუ გაქვთ შენობების მართვის, უსაფრთხოების ზედამხედველობისა და ტექნიკური პრობლემების სწრაფი რეაგირების გამოცდილება, გიწვევთ ჩვენს გუნდში! ძირითადი მოვალეობები: ** მთლიანი შენობის უსაფრთხოების სისტემების სრული კონტროლი და შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედამხედველობა/დაცვა.ფილიალებში ელექტრო გაყვანილობის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ** შენობაში არსებულ ნებისმიერ ტექნიკურ გაუმართაობაზე მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება; ** სამეურნეო ქონების მართვის სპეციალისტის მართვა და მისი კოორდინაცია ტექნიკურ ნაწილსა და შოურუმების გამართულობაში; ** ოფისის, საწყობებისა და შოურუმების ტერიტორიების უსაფრთხო, შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ** გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი პროფილური სპეციალისტების მოძიება, მათთან კომუნიკაცია, პირობებზე შეთანხმება და სამუშაოების შესრულების ზედამხედველობა. ძირითადი მოთხოვნები: ** ადმინისტრაციული, ტექნიკური ან შენობების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** ძლიერი მენეჯერული და ლიდერული უნარები (გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** ძლიერი მენეჯერული და ლიდერული უნარები (გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** პრობლემების სწრაფი იდენტიფიცირებისა და ოპერატიული გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** ეფექტური მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის უნარები. დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@maxtherm.ge ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ადმინისტრაციული და ტექნიკური უსაფრთხოების მენეჯერი. ვაკანსიის ბოლო ვადა: 24.11.2026

Source: jobs.ge. Availability may change.