GTS Group
jobs.geბუღალტერ-ოპერატორი
ბოლო ვადა 9 დეკ 2026
შპს "ჯი თი ეს გრუპი", რომელიც 2008 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარზე და წარმოადგენს მაღალი ხარისხის დანიური საღებავების იმპორტიორსა და მომწოდებელს, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საქონლის რეალიზაციის ოპერაციების ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა;
** რეალიზაციასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება;
** სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერა;
** იმპორტირებული საქონლის აღრიცხვა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
** საქონლის მიღების, გადაადგილებისა და დაბრუნების ოპერაციების ასახვა;
** პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე მიმდინარე სამეურნეო ხარჯების აღრიცხვა და დარიცხვა;
** საბანკო ამონაწერების დამუშავება და საბანკო ოპერაციების ბუღალტრულ პროგრამაში გატარება;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, კონტროლი და პერიოდული ურთიერთშედარება;
** მყიდველებსა და მომწოდებლებთან ანგარიშსწორებების კონტროლი და ნაშთების შეჯერება;
** სასაქონლო ნაშთების კონტროლი და პროგრამული მონაცემების გადამოწმება;
** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება;
** მთავარი ბუღალტრის მიმდინარე დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბუღალტრული აღრიცხვის საბაზისო ცოდნა;
** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Excel-ის ცოდნა;
** საბანკო ოპერაციების, ხარჯებისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და ორგანიზებულობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №37
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
info@gts-group.ge. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — ბუღალტერ-ოპერატორი.
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.