Skip to main content
Back to all jobs

GTS Group

jobs.ge

ბუღალტერ-ოპერატორი

Apply by 9 Dec 2026
შპს "ჯი თი ეს გრუპი", რომელიც 2008 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარზე და წარმოადგენს მაღალი ხარისხის დანიური საღებავების იმპორტიორსა და მომწოდებელს, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** საქონლის რეალიზაციის ოპერაციების ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა; ** რეალიზაციასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება; ** სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერა; ** იმპორტირებული საქონლის აღრიცხვა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე; ** საქონლის მიღების, გადაადგილებისა და დაბრუნების ოპერაციების ასახვა; ** პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე მიმდინარე სამეურნეო ხარჯების აღრიცხვა და დარიცხვა; ** საბანკო ამონაწერების დამუშავება და საბანკო ოპერაციების ბუღალტრულ პროგრამაში გატარება; ** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, კონტროლი და პერიოდული ურთიერთშედარება; ** მყიდველებსა და მომწოდებლებთან ანგარიშსწორებების კონტროლი და ნაშთების შეჯერება; ** სასაქონლო ნაშთების კონტროლი და პროგრამული მონაცემების გადამოწმება; ** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მოწესრიგება და არქივირება; ** მთავარი ბუღალტრის მიმდინარე დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბუღალტრული აღრიცხვის საბაზისო ცოდნა; ** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება; ** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ** Microsoft Excel-ის ცოდნა; ** საბანკო ოპერაციების, ხარჯებისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვის ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და ორგანიზებულობა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №37 ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00 ** ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად. info@gts-group.ge. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — ბუღალტერ-ოპერატორი.

Source: jobs.ge. Availability may change.