მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

McDonald’s Georgia

jobs.ge

ჰოსტესი

თელავიბოლო ვადა 5 დეკ 2026
"მაკდონალდს საქართველო"აცხადებს ვაკანსიას Hostess/ჰოსტესის პოზიციაზე თელავში. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: საათობრივი, ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია თვის განმავლობაში თანამშრომლის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობაზე. შიდა პოლიტიკის მიხედვით, პირველი ტარიფის ზრდა ხდება მუშაობის დაწყებიდან 1 თვეში, ხოლო შემდგომი ზრდა — სამუშაო შედეგების გათვალისწინებით, შიდა პროცედურით გაწერილი წესების მიხედვით; ** სრული სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე. კვირის ჭრილში სამუშაო დღეები, საათები და დასვენების დღეები წინასწარ თანხმდება თანამშრომელთან; ** სრული განაკვეთი: 1450-1875 ₾ (ანაზღაურება + ფიქსირებული ბონუსი, გადასახადების ჩათვლით); ** სამუშაო საათები: ერთ სამუშაო დღეში მინიმუმ 4 სთ და მაქსიმუმ 8 სთ ცვლა (10:00-დან 22:30-მდე შუალედში). თანამშრომელთათვის სამუშაო დღის განმავლობაში განკუთვნილია 1-საათიანი შესვენება 4 სთ მუშაობის შემდგომ; ** ბონუსები: შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა; ** ბენეფიტები: უფასო კვება მაკდონალდსის რესტორნებში სამუშაო დროის პერიოდში; ** დამტკიცებული სამოტივაციო კალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები; ** თანამშრომელთა განვითარების გეგმით განსაზღვრული შიდა ტრენინგები. Hostess - პოზიციის ძირითადი ვალდებულებები: ** რესტორნის მთავარი Hostess-ის მიერ მიწოდებული რესტორნის ღონისძიებების ჩატარება; ** სტუმრებისთვის დაბადების დღის დაჯავშნა და დაჯავშნასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის სწორად შესრულება; ** დაჯავშნილი დაბადების დღის ჩატარება დაკვირვების საკონტროლო ბარათის ყველა პუნქტის შესრულებით; ** დაბადების დღის დარბაზის ინვენტარის აღწერა; ** ფლეილენდის სისუფთავის კონტროლი; ** მაკდონალდსის რესტორნებში და მაკდონალდსის რესტორნებს გარეთ თემატური ღონისძიებების ჩატარება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სურვილი; ** დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების მაღალ დონეზე შესრულებისთვის საჭირო ტრენინგებს უზრუნველყოფს კომპანია. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტაცია და ორგანიზებულობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია შემდეგ მისამართზე: https://careers.mcdonalds.ge/ge/vacancy/6925b276b2b9cd345eb0084c

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.