McDonald’s Georgia
jobs.geჰოსტესი
თელავიApply by 5 Dec 2026
"მაკდონალდს საქართველო"აცხადებს ვაკანსიას Hostess/ჰოსტესის პოზიციაზე თელავში.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: საათობრივი, ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია თვის განმავლობაში თანამშრომლის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობაზე. შიდა პოლიტიკის მიხედვით, პირველი ტარიფის ზრდა ხდება მუშაობის დაწყებიდან 1 თვეში, ხოლო შემდგომი ზრდა — სამუშაო შედეგების გათვალისწინებით, შიდა პროცედურით გაწერილი წესების მიხედვით;
** სრული სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე. კვირის ჭრილში სამუშაო დღეები, საათები და დასვენების დღეები წინასწარ თანხმდება თანამშრომელთან;
** სრული განაკვეთი: 1450-1875 ₾ (ანაზღაურება + ფიქსირებული ბონუსი, გადასახადების ჩათვლით);
** სამუშაო საათები: ერთ სამუშაო დღეში მინიმუმ 4 სთ და მაქსიმუმ 8 სთ ცვლა (10:00-დან 22:30-მდე შუალედში). თანამშრომელთათვის სამუშაო დღის განმავლობაში განკუთვნილია 1-საათიანი შესვენება 4 სთ მუშაობის შემდგომ;
** ბონუსები: შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა;
** ბენეფიტები: უფასო კვება მაკდონალდსის რესტორნებში სამუშაო დროის პერიოდში;
** დამტკიცებული სამოტივაციო კალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები;
** თანამშრომელთა განვითარების გეგმით განსაზღვრული შიდა ტრენინგები.
Hostess - პოზიციის ძირითადი ვალდებულებები:
** რესტორნის მთავარი Hostess-ის მიერ მიწოდებული რესტორნის ღონისძიებების ჩატარება;
** სტუმრებისთვის დაბადების დღის დაჯავშნა და დაჯავშნასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის სწორად შესრულება;
** დაჯავშნილი დაბადების დღის ჩატარება დაკვირვების საკონტროლო ბარათის ყველა პუნქტის შესრულებით;
** დაბადების დღის დარბაზის ინვენტარის აღწერა;
** ფლეილენდის სისუფთავის კონტროლი;
** მაკდონალდსის რესტორნებში და მაკდონალდსის რესტორნებს გარეთ თემატური ღონისძიებების ჩატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სურვილი;
** დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების მაღალ დონეზე შესრულებისთვის საჭირო ტრენინგებს უზრუნველყოფს კომპანია.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია და ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია შემდეგ მისამართზე: https://careers.mcdonalds.ge/ge/vacancy/6925b276b2b9cd345eb0084c
Source: jobs.ge. Availability may change.