მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი

jobs.ge

პროგრამების მენეჯერი

ბოლო ვადა 2 დეკ 2026
"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი " აცხადებს ვაკანსიას პროგრამების მენეჯერის თანამდებობაზე. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ. / 10:00 - დან 18:00 - მდე ანაზღაურება: 800 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** დოკუმენტაციის სრული მართვა: პაციენტების დაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტების (ინვოისები, წერილები) მომზადება, ელექტრონულ პორტალებზე ატვირთვა და შესაბამის სამსახურებში მატერიალური თუ ციფრული სახით გადაგზავნა. ** საგარანტიოებისა და დეპოზიტების დამუშავება: დამფინანსებლებისგან მიღებული საგარანტიო წერილების დამუშავება, კოდების გააქტიურება და პაციენტების შიდა სარეგისტრაციო პროგრამაში, დეპოზიტზე ასახვა. ** ვადებისა და ფინანსების კონტროლი: საგარანტიო წერილების ვადების მკაცრი დაცვა, აუთვისებელი დეპოზიტების გაკონტროლება და შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაციის დროულად წარდგენა დამფინანსებლისთვის. ** ბუღალტრული შედარება და სააღრიცხვო ცხრილები: ანაზღაურებული თანხების შედარება ბუღალტერიასთან, შიდა სააღრიცხვო ცხრილების წარმოება, პროგრამული გადახურვა და მიღება-ჩაბარების აქტების მოწესრიგება/შენახვა. ** კომუნიკაცია და კოორდინაცია: პაციენტებისთვის პროცედურული მექანიზმების ზუსტი ახსნა და მიმართულების მიცემა, ასევე საჭიროებისამებრ პირდაპირი კომუნიკაცია დაფინანსების წყაროებთან. ძირითადი მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობიანი პიროვნება; ** დროის ოპტიმალური განაწილების და დაგეგმარების სათანადო უნარი; ** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი. ** ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე [ფოტო სურათით] გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.