თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი
jobs.geპროგრამების მენეჯერი
Apply by 2 Dec 2026
"თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი " აცხადებს ვაკანსიას პროგრამების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ. / 10:00 - დან 18:00 - მდე
ანაზღაურება: 800 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** დოკუმენტაციის სრული მართვა: პაციენტების დაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტების (ინვოისები, წერილები) მომზადება, ელექტრონულ პორტალებზე ატვირთვა და შესაბამის სამსახურებში მატერიალური თუ ციფრული სახით გადაგზავნა.
** საგარანტიოებისა და დეპოზიტების დამუშავება: დამფინანსებლებისგან მიღებული საგარანტიო წერილების დამუშავება, კოდების გააქტიურება და პაციენტების შიდა სარეგისტრაციო პროგრამაში, დეპოზიტზე ასახვა.
** ვადებისა და ფინანსების კონტროლი: საგარანტიო წერილების ვადების მკაცრი დაცვა, აუთვისებელი დეპოზიტების გაკონტროლება და შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაციის დროულად წარდგენა დამფინანსებლისთვის.
** ბუღალტრული შედარება და სააღრიცხვო ცხრილები: ანაზღაურებული თანხების შედარება ბუღალტერიასთან, შიდა სააღრიცხვო ცხრილების წარმოება, პროგრამული გადახურვა და მიღება-ჩაბარების აქტების მოწესრიგება/შენახვა.
** კომუნიკაცია და კოორდინაცია: პაციენტებისთვის პროცედურული მექანიზმების ზუსტი ახსნა და მიმართულების მიცემა, ასევე საჭიროებისამებრ პირდაპირი კომუნიკაცია დაფინანსების წყაროებთან.
ძირითადი მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობიანი პიროვნება;
** დროის ოპტიმალური განაწილების და დაგეგმარების სათანადო უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
** ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე [ფოტო სურათით] გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge
Source: jobs.ge. Availability may change.