ნიუ ჰოსპიტალსი
jobs.geსოციალური მუშაკი
ბოლო ვადა 2 დეკ 2026
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: საჭიროებიდან გამომდინარე, გამოძახებით (On-call).
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია სოციალური მუშაკის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური დაცვის სისტემისა და შესაბამისი სახელმწიფო სერვისების ცოდნა;
** სახელმწიფო უწყებებთან და სხვადასხვა ორგანიზაციასთან ეფექტური თანამშრომლობის გამოცდილება.
ძირითადი ფუნქციები:
** კლინიკაში მოთავსებული იმ პაციენტების იდენტიფიცირება, რომლებსაც არ ჰყავთ ოჯახის წევრები, კანონიერი წარმომადგენლები ან სხვა მხარდამჭერი პირები;
** მზრუნველობამოკლებულ, არასრულწლოვანი პაციენტებისა და ხანდაზმული პირების საჭიროებების შეფასება და სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
** შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, სოციალურ სამსახურებთან და სხვა უფლებამოსილ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
** სოციალური შემთხვევების დოკუმენტირება, ანგარიშგება და შესაბამისი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა და ემპათიურობა;
** კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემების გადაჭრისა და მოლაპარაკების უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 02.12.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.