Skip to main content
Back to all jobs

ნიუ ჰოსპიტალსი

jobs.ge

სოციალური მუშაკი

Apply by 2 Dec 2026
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს. სამუშაო გრაფიკი: საჭიროებიდან გამომდინარე, გამოძახებით (On-call). ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია სოციალური მუშაკის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** სოციალური დაცვის სისტემისა და შესაბამისი სახელმწიფო სერვისების ცოდნა; ** სახელმწიფო უწყებებთან და სხვადასხვა ორგანიზაციასთან ეფექტური თანამშრომლობის გამოცდილება. ძირითადი ფუნქციები: ** კლინიკაში მოთავსებული იმ პაციენტების იდენტიფიცირება, რომლებსაც არ ჰყავთ ოჯახის წევრები, კანონიერი წარმომადგენლები ან სხვა მხარდამჭერი პირები; ** მზრუნველობამოკლებულ, არასრულწლოვანი პაციენტებისა და ხანდაზმული პირების საჭიროებების შეფასება და სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ** შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, სოციალურ სამსახურებთან და სხვა უფლებამოსილ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა; ** სოციალური შემთხვევების დოკუმენტირება, ანგარიშგება და შესაბამისი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა. პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელურობა და ემპათიურობა; ** კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პრობლემების გადაჭრისა და მოლაპარაკების უნარი; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 02.12.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

Source: jobs.ge. Availability may change.