IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
jobs.geსამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი
ბოლო ვადა 29 ნოე 2026
"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** უფლებამოსილების ფარგლებში სადაზღვევო ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და ასანაზღაურებელი თანხის გაცემა;
** მიმართვების გამოწერა პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებებისათვის;
** დაზღვეულთა დეტალური კონსულტირება;
** კლიენტების არსებული მოთხოვნებისა და პასუხების რეგისტრაცია და პროგრამული ასახვა;
** დაზღვეულთა საბუთების მიღება, რეგისტრაცია და დაზღვეულთათვის გადაწყვეტილებების გაცნობა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: vacancy@myigg.ge. წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი", სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.