Skip to main content
Back to all jobs

IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი

jobs.ge

სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი

Apply by 29 Nov 2026
"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში. ძირითადი მოვალეობები: ** უფლებამოსილების ფარგლებში სადაზღვევო ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და ასანაზღაურებელი თანხის გაცემა; ** მიმართვების გამოწერა პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებებისათვის; ** დაზღვეულთა დეტალური კონსულტირება; ** კლიენტების არსებული მოთხოვნებისა და პასუხების რეგისტრაცია და პროგრამული ასახვა; ** დაზღვეულთა საბუთების მიღება, რეგისტრაცია და დაზღვეულთათვის გადაწყვეტილებების გაცნობა; ** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** MS Office პროგრამების ცოდნა. უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი; ** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: vacancy@myigg.ge. წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი", სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

Source: jobs.ge. Availability may change.