მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

დაკო ტრეიდი

jobs.ge

ჰორეკა პრისელერი/მენეჯერი

ქუთაისიბოლო ვადა 29 ნოე 2026
"დაკო ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ჰორეკა პრისელერის/მენეჯერის თანამდებობაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო საათები: 09:30-18:30; ** სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით); ** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 + ბონუსი შესრულებიდან (პენეტრაცია - (შეღწევადობა ბრუნვა (გრამაჟი, თანხობრივი), ასორტიმენტი (პრინციპი ვარსკვლავი), სამოტივაციო კვარტალური, წლის ბოლოს შესრულებული გეგმა) (სავალდებულოა სტაჟირების პერიოდი 1-2 კვირამდე, სტაჟირება ანაზღაურებადია); ** მდებარეობა: ქ. ქუთაისი. ძირითადი მოვალეობები: ** ჰორეკა (სასტუმროები, რესტორნები, კაფე-ბარები, სხვა კვების ობიექტები) ობიექტებში მოლაპარაკებების წარმართვა; ** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება; ** ახალი კლიენტების მოძიება; ** დებიტორების სიის ანალიზი და კონტროლი, შემცირების უზრუნველყოფა; ** კვების ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების მონიტორინგი; ** პრობლემური საკითხების დროული გადაწყვეტა (მიწოდება, ვადები, ხარისხი და სხვა); ** გაყიდვების შედეგების, ქსელის საჭიროებებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი; ** სავაჭრო ობიექტებისაგან შეკვეთების აღება და მათი ასახვა შესაბამის სისტემაში; ** კლიენტებთან ვიზიტების განხორციელება სხვადასხვა მიზნით, როგორიცაა მარაგების, ვადების, ფასდებულებისა და პლანოგრამის კონტროლი; ** კლიენტებისთვის საქონლის მიწოდების პროცესის მონიტორინგი, სასაქონლო წყვეტის პრევენციის ან/და აღმოფხვრის მიზნით; ** კომპანიის პროდუქციის ცნობადობის და პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებების ჩატარება; ** ვალების კონტროლი და შემცირების უზრუნველყოფა; ** გაყიდვიდან მიღებული თანხის ჩაბარება და კომპანიის ანგარიშზე შეტანა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ** გაყიდვების პროცესების ცოდნა; ** ორგანიზებულობა; ** კომუნიკაბელურობა; ** მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა და მანქანის ფლობა; ** შეზღუდულ ვადებში დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. დამატებითი სარგებელი: ** ჯანმრთელობის დაზღვევა (მე-6 თვიდან); ** საწვავით უზრუნველყოფა (მარშრუტის შესაბამისად); ** მივლინება და მისი ხარჯების უზრუნველყოფა; ** ულიმიტო სასაუბრო ბალანსი; ** გამაჯანსაღებელი სპორტული ღონისძიებებით უზრუნველყოფა; ** ტრენინგების დაფინანსება. დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: info@dakotrade.ge.

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.