დაკო ტრეიდი
jobs.geჰორეკა პრისელერი/მენეჯერი
ქუთაისიApply by 29 Nov 2026
"დაკო ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ჰორეკა პრისელერის/მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები: 09:30-18:30;
** სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით);
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 + ბონუსი შესრულებიდან (პენეტრაცია - (შეღწევადობა ბრუნვა (გრამაჟი, თანხობრივი), ასორტიმენტი (პრინციპი ვარსკვლავი), სამოტივაციო კვარტალური, წლის ბოლოს შესრულებული გეგმა) (სავალდებულოა სტაჟირების პერიოდი 1-2 კვირამდე, სტაჟირება ანაზღაურებადია);
** მდებარეობა: ქ. ქუთაისი.
ძირითადი მოვალეობები:
** ჰორეკა (სასტუმროები, რესტორნები, კაფე-ბარები, სხვა კვების ობიექტები) ობიექტებში მოლაპარაკებების წარმართვა;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება;
** ახალი კლიენტების მოძიება;
** დებიტორების სიის ანალიზი და კონტროლი, შემცირების უზრუნველყოფა;
** კვების ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების მონიტორინგი;
** პრობლემური საკითხების დროული გადაწყვეტა (მიწოდება, ვადები, ხარისხი და სხვა);
** გაყიდვების შედეგების, ქსელის საჭიროებებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტებისაგან შეკვეთების აღება და მათი ასახვა შესაბამის სისტემაში;
** კლიენტებთან ვიზიტების განხორციელება სხვადასხვა მიზნით, როგორიცაა მარაგების, ვადების, ფასდებულებისა და პლანოგრამის კონტროლი;
** კლიენტებისთვის საქონლის მიწოდების პროცესის მონიტორინგი, სასაქონლო წყვეტის პრევენციის ან/და აღმოფხვრის მიზნით;
** კომპანიის პროდუქციის ცნობადობის და პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებების ჩატარება;
** ვალების კონტროლი და შემცირების უზრუნველყოფა;
** გაყიდვიდან მიღებული თანხის ჩაბარება და კომპანიის ანგარიშზე შეტანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** გაყიდვების პროცესების ცოდნა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა და მანქანის ფლობა;
** შეზღუდულ ვადებში დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.
დამატებითი სარგებელი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა (მე-6 თვიდან);
** საწვავით უზრუნველყოფა (მარშრუტის შესაბამისად);
** მივლინება და მისი ხარჯების უზრუნველყოფა;
** ულიმიტო სასაუბრო ბალანსი;
** გამაჯანსაღებელი სპორტული ღონისძიებებით უზრუნველყოფა;
** ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: info@dakotrade.ge.
Source: jobs.ge. Availability may change.