გრინ სთორ
jobs.geმოლარე
ბოლო ვადა 28 ნოე 2026
კომპანია "გრინ სთორ"-ი გიწვევთ მოლარის პოზიციაზე. "გრინ სთორ"-ი გახლავთ ტექნიკის მაღაზიათა ქსელი (ძველი მეტრომარტი). კომპანია 2012 წელს დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "გრინ სთორ"-ის მიზანია, მომხმარებელს წარუდგინოს ფართო არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.
გსურს მუშაობა მზარდ კომპანიაში? შემოგვიერთდი ჩვენს გუნდს!
მდებარეობა: ქ. თბილისი, სადგურის მოედანი N2 (ვაგზლის მოედანი)
სამუშაო გრაფიკი ცვლაში:
** ერთი დღე — 10:00-19:00
** მეორე დღე — 12:00-21:00
შესვენება — ერთი საათი; დასვენება კვირაში — ორი დღე.
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების განხორციელება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისწრაფე და ყურადღება დეტალების მიმართ;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 1C პროგრამაში მუშაობის ცოდნა მნიშვნელოვანია.
გთავაზობთ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** 20%-იან ფასდაკლების ბარათს კვებისთვის;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** შეღავათებს კომპანიის პროდუქციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@metromart.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "მოლარე".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების, ასევე შერჩევის ეტაპზე და შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
კომპანია "გრინ სთორი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.