Skip to main content
Back to all jobs

გრინ სთორ

jobs.ge

მოლარე

Apply by 28 Nov 2026
კომპანია "გრინ სთორ"-ი გიწვევთ მოლარის პოზიციაზე. "გრინ სთორ"-ი გახლავთ ტექნიკის მაღაზიათა ქსელი (ძველი მეტრომარტი). კომპანია 2012 წელს დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "გრინ სთორ"-ის მიზანია, მომხმარებელს წარუდგინოს ფართო არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება. გსურს მუშაობა მზარდ კომპანიაში? შემოგვიერთდი ჩვენს გუნდს! მდებარეობა: ქ. თბილისი, სადგურის მოედანი N2 (ვაგზლის მოედანი) სამუშაო გრაფიკი ცვლაში: ** ერთი დღე — 10:00-19:00 ** მეორე დღე — 12:00-21:00 შესვენება — ერთი საათი; დასვენება კვირაში — ორი დღე. ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი. ძირითადი მოვალეობები: ** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების განხორციელება; ** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება; ** მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სისწრაფე და ყურადღება დეტალების მიმართ; ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 1C პროგრამაში მუშაობის ცოდნა მნიშვნელოვანია. გთავაზობთ: ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** 20%-იან ფასდაკლების ბარათს კვებისთვის; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** შეღავათებს კომპანიის პროდუქციაზე. დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@metromart.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "მოლარე". კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების, ასევე შერჩევის ეტაპზე და შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. კომპანია "გრინ სთორი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

Source: jobs.ge. Availability may change.