მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

Hill City

jobs.ge

უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი/ბროკერი

ბოლო ვადა 20 ნოე 2026
კომპანია "Hill City" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის/ბროკერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე/საბურთალო სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-დან 19:00 საათამდე. პოზიციის მიზანია გაყიდვებისა და გაქირავების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა. მოთხოვნები: ** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სულ მცირე, 1 წელი (პრიორიტეტი მიენიჭება უძრავი ქონების მიმართულებით გამოცდილებას). ** ენების ცოდნა: ქართული — სრულყოფილად, რუსული და ინგლისური — სასურველია სასაუბრო დონეზე. ფუნქციები: ** კლიენტებთან სატელეფონო და წერილობითი სახით კომუნიკაცია — პროდუქტის შეთავაზება. ** კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება. ** გასაყიდი ქონების საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა. ** მომხმარებელთა საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა. ** დაინტერესებული მომხმარებლისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება. აუცილებელი უნარები: ** ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა). ** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის, ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება). ** ინიციატივის გამოჩენის უნარი. ** გაყიდვების უნარი (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია). ** გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი. ** მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული მუშაობა, პრეზენტაბელურობა, პუნქტუალურობა. ** პასუხისმგებლობის გრძნობა. კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად: ** CV-ის განხილვა. ** გასაუბრება. ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი — 500 ლარი + ბონუსი 40%-დან 100%-მდე. კონკურენტ სააგენტოებთან შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთი გაყიდული უძრავი ქონებიდან. სტაჟირება: 1 თვე. რას გთავაზობთ ჩვენ: ** უძრავი ქონების ტიპების საფუძვლიან შესწავლას. ** გასაყიდი უძრავი ქონების რეალური ღირებულების განსაზღვრას. ** მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების წარმოებას. ** ბანკებთან და საჯარო რეესტრთან ურთიერთობას. ** კლიენტის და მესაკუთრის ფსიქოლოგიას. ** იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგებას. ** ულიმიტო სასაუბროს. ** სამუშაო ბალანსის შევსებას. ** გაყიდვების ტექნიკების პროფესიონალურად შესწავლას. დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო-სურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hillcity.sales@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი/ბროკერი".

წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.