Hill City
jobs.geუძრავი ქონების გაყიდვების აგენტი/ბროკერი
Apply by 20 Nov 2026
კომპანია "Hill City" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის/ბროკერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე/საბურთალო
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-დან 19:00 საათამდე.
პოზიციის მიზანია გაყიდვებისა და გაქირავების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.
მოთხოვნები:
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სულ მცირე, 1 წელი (პრიორიტეტი მიენიჭება უძრავი ქონების მიმართულებით გამოცდილებას).
** ენების ცოდნა: ქართული — სრულყოფილად, რუსული და ინგლისური — სასურველია სასაუბრო დონეზე.
ფუნქციები:
** კლიენტებთან სატელეფონო და წერილობითი სახით კომუნიკაცია — პროდუქტის შეთავაზება.
** კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება.
** გასაყიდი ქონების საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა.
** მომხმარებელთა საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა.
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება.
აუცილებელი უნარები:
** ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა).
** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის, ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება).
** ინიციატივის გამოჩენის უნარი.
** გაყიდვების უნარი (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია).
** გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი.
** მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული მუშაობა, პრეზენტაბელურობა, პუნქტუალურობა.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
** CV-ის განხილვა.
** გასაუბრება.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი — 500 ლარი + ბონუსი 40%-დან 100%-მდე.
კონკურენტ სააგენტოებთან შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთი გაყიდული უძრავი ქონებიდან.
სტაჟირება: 1 თვე.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** უძრავი ქონების ტიპების საფუძვლიან შესწავლას.
** გასაყიდი უძრავი ქონების რეალური ღირებულების განსაზღვრას.
** მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების წარმოებას.
** ბანკებთან და საჯარო რეესტრთან ურთიერთობას.
** კლიენტის და მესაკუთრის ფსიქოლოგიას.
** იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგებას.
** ულიმიტო სასაუბროს.
** სამუშაო ბალანსის შევსებას.
** გაყიდვების ტექნიკების პროფესიონალურად შესწავლას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტო-სურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hillcity.sales@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი/ბროკერი".
Source: jobs.ge. Availability may change.