სამედიცინო კომპანია
jobs.geტექნიკური სპეციალისტი / ინჟინერი
ქუთაისიბოლო ვადა 19 ნოე 2026
სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის/ინჟინრის პოზიციაზე ქუთაისში.
ძირითადი მოვალეობები:
** სამედიცინო ტექნიკის მონტაჟი, ტექნიკური გამართვა, ტექნიკის დიაგნოსტიკა, ხარვეზების აღმოჩენა, ინსტალაცია, შეკეთება/ტექნიკური მომსახურება;
** აპარატურის ტექნიკური მახასიათებლების, ფუნქციებისა და მუშაობის პრინციპების შესწავლა;
** თანამშრომლებისთვის ტექნიკის პრაქტიკული და ტექნიკური ინსტრუქციის მიცემა;
** მომხმარებლისთვის აპარატურის შესაძლებლობების, ფუნქციებისა და უპირატესობების პროფესიონალურად და დამაჯერებლად ახსნა;
** ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებთან ტექნიკურ საკითხებზე კომუნიკაცია.
აუცილებელი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებთან ტექნიკურ საკითხებზე კომუნიკაცია) - როგორც საუბრის, ასევე წერილობითი კომუნიკაციის დონეზე;
** ტექნიკურ პრობლემებში გარკვევისა და მათი გადაჭრის უნარი;
** დამაჯერებელი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ევროპაში პერიოდული მივლინებით/გადამზადებით გამგზავრების შესაძლებლობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV workingden19@gmail.com.
წყარო: jobs.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.