Skip to main content
Back to all jobs

სამედიცინო კომპანია

jobs.ge

ტექნიკური სპეციალისტი / ინჟინერი

ქუთაისიApply by 19 Nov 2026
სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის/ინჟინრის პოზიციაზე ქუთაისში. ძირითადი მოვალეობები: ** სამედიცინო ტექნიკის მონტაჟი, ტექნიკური გამართვა, ტექნიკის დიაგნოსტიკა, ხარვეზების აღმოჩენა, ინსტალაცია, შეკეთება/ტექნიკური მომსახურება; ** აპარატურის ტექნიკური მახასიათებლების, ფუნქციებისა და მუშაობის პრინციპების შესწავლა; ** თანამშრომლებისთვის ტექნიკის პრაქტიკული და ტექნიკური ინსტრუქციის მიცემა; ** მომხმარებლისთვის აპარატურის შესაძლებლობების, ფუნქციებისა და უპირატესობების პროფესიონალურად და დამაჯერებლად ახსნა; ** ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებთან ტექნიკურ საკითხებზე კომუნიკაცია. აუცილებელი მოთხოვნები: ** ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებთან ტექნიკურ საკითხებზე კომუნიკაცია) - როგორც საუბრის, ასევე წერილობითი კომუნიკაციის დონეზე; ** ტექნიკურ პრობლემებში გარკვევისა და მათი გადაჭრის უნარი; ** დამაჯერებელი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; ** ევროპაში პერიოდული მივლინებით/გადამზადებით გამგზავრების შესაძლებლობა. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV workingden19@gmail.com.

Source: jobs.ge. Availability may change.