მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

სეკე პარკი

hr.ge

სტაჟირება ბუღალტერიაში

თბილისიბოლო ვადა 16 დეკ 2026
საინჟინრო კომპანია SEKKEI PARK აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერიის მიმართულებით კომპანიის შესახებ: ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში და აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ გამართულ ფუნქციონირებაში. ვაკანსიის შესახებ: ანაზღაურება: 700 ლარი (NET); ხანგრძლივობა: 6 თვე; სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, (ორშაბათი – პარასკევი) ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9 ფუნქცია-მოვალეობები: პირველადი დოკუმენტების დამუშავება და დაარქივება; სხვადასხვა ბუღალტრულ ოპერაციებში ჩართულობა და მათი პროგრამულად ასახვა. სტაჟირების ფარგლებში შეისწავლით: ბუღალტრული აღრიცხვის ზოგად პრინციპებს; საბუღალტრო პროგრამა "ბალანსში" მუშაობას; ფინანსური და არაფინანსური აქტივების, ასევე ვალდებულებების აღრიცხვას. სურვილის შემთხვევაში, გექნებათ შესაძლებლობა: ჩაერთოთ საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში; მონაწილეობა მიიღოთ ფინანსური და მენეჯმენტური ანგარიშების მომზადებაში. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც); სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა; საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა - უპირატესობა მიენიჭება Excel-ის კარგად ფლობას; სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. უნარები და თვისებები: დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე; დისციპლინა, ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი; განვითარებაზე ორიენტირებულობა და ინიციატივიანობა; ინტერპერსონალური უნარები. ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: პროფესიული განვითარება; სამედიცინო დაზღვევა 6 თვის შემდეგ; დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და დიპლომის ასლი (დიპლომის არარსებობის შემთხვევაში გაგვიზიარეთ სასწავლო ბარათის ამონაწერი) ელექტრონულ მისამართზე: info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.