სეკე პარკი
hr.geსტაჟირება ბუღალტერიაში
თბილისიApply by 16 Dec 2026
საინჟინრო კომპანია SEKKEI PARK აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერიის მიმართულებით
კომპანიის შესახებ:
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში და აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ გამართულ ფუნქციონირებაში.
ვაკანსიის შესახებ:
ანაზღაურება: 700 ლარი (NET);
ხანგრძლივობა: 6 თვე;
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, (ორშაბათი – პარასკევი)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9
ფუნქცია-მოვალეობები:
პირველადი დოკუმენტების დამუშავება და დაარქივება;
სხვადასხვა ბუღალტრულ ოპერაციებში ჩართულობა და მათი პროგრამულად ასახვა.
სტაჟირების ფარგლებში შეისწავლით:
ბუღალტრული აღრიცხვის ზოგად პრინციპებს;
საბუღალტრო პროგრამა "ბალანსში" მუშაობას;
ფინანსური და არაფინანსური აქტივების, ასევე ვალდებულებების აღრიცხვას.
სურვილის შემთხვევაში, გექნებათ შესაძლებლობა:
ჩაერთოთ საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში;
მონაწილეობა მიიღოთ ფინანსური და მენეჯმენტური ანგარიშების მომზადებაში.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
სასურველია ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა - უპირატესობა მიენიჭება Excel-ის კარგად ფლობას;
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარები და თვისებები:
დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
დისციპლინა, ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
განვითარებაზე ორიენტირებულობა და ინიციატივიანობა;
ინტერპერსონალური უნარები.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
პროფესიული განვითარება;
სამედიცინო დაზღვევა 6 თვის შემდეგ;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და დიპლომის ასლი (დიპლომის არარსებობის შემთხვევაში გაგვიზიარეთ სასწავლო ბარათის ამონაწერი) ელექტრონულ მისამართზე: info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
Source: hr.ge. Availability may change.