მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ლუკა პოლარე

hr.ge

ქსელის საოპერაციო მენეჯერი

თბილისიბოლო ვადა 16 დეკ 2026
ლუკა პოლარე ეძებს ახალ გუნდის წევრს – ქსელის საოპერაციო მენეჯერს რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფილიალების ეფექტურ მართვაზე, მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებასა და გუნდის განვითარებაზე. ძირითადი პასუხისმგებლობები: ფილიალების ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კონტროლი; სერვისის ხარისხისა და მომსახურების სტანდარტების მუდმივი გაუმჯობესება; ფილიალების მენეჯერების საქმიანობის მართვა და კოორდინაცია; ტრენინგის პროცესის მართვა და ტრენერების ხელმძღვანელობა; თანამშრომელთა KPI სისტემის დანერგვასა და მონიტორინგში მონაწილეობა; გაყიდვებისა და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი, შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა; ფილიალების საოპერაციო პროცესების, მარაგებისა და ინვენტარიზაციის კონტროლი; ახალი ფილიალების გახსნისა და გამართული ფუნქციონირების პროცესის მართვა; სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან ეფექტური თანამშრომლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია: Retail ან HoReCa მიმართულებით მინ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება; გუნდის მართვისა და ლიდერობის გამოცდილება; ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; მაღალი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა; ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა; ეფექტური კომუნიკაციისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი. თუ გაქვთ მართვის გამოცდილება, გიყვართ გუნდთან მუშაობა და ორიენტირებული ხართ განვითარებასა და შედეგებზე, შემოგვიერთდით! ვაკანსიის სანახავად გთხოვთ გადადით ბმულზე. https://lucapolare.selfrecruit.ge/s/u3L73

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.