ლუკა პოლარე
hr.geქსელის საოპერაციო მენეჯერი
თბილისიApply by 16 Dec 2026
ლუკა პოლარე ეძებს ახალ გუნდის წევრს – ქსელის საოპერაციო მენეჯერს
რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფილიალების ეფექტურ მართვაზე, მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებასა და გუნდის განვითარებაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
ფილიალების ყოველდღიური საქმიანობის მართვა და კონტროლი;
სერვისის ხარისხისა და მომსახურების სტანდარტების მუდმივი გაუმჯობესება;
ფილიალების მენეჯერების საქმიანობის მართვა და კოორდინაცია;
ტრენინგის პროცესის მართვა და ტრენერების ხელმძღვანელობა;
თანამშრომელთა KPI სისტემის დანერგვასა და მონიტორინგში მონაწილეობა;
გაყიდვებისა და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი, შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
ფილიალების საოპერაციო პროცესების, მარაგებისა და ინვენტარიზაციის კონტროლი;
ახალი ფილიალების გახსნისა და გამართული ფუნქციონირების პროცესის მართვა;
სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან ეფექტური თანამშრომლობა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
Retail ან HoReCa მიმართულებით მინ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გუნდის მართვისა და ლიდერობის გამოცდილება;
ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
მაღალი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა;
ეფექტური კომუნიკაციისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
თუ გაქვთ მართვის გამოცდილება, გიყვართ გუნდთან მუშაობა და ორიენტირებული ხართ განვითარებასა და შედეგებზე, შემოგვიერთდით!
ვაკანსიის სანახავად გთხოვთ გადადით ბმულზე. https://lucapolare.selfrecruit.ge/s/u3L73
Source: hr.ge. Availability may change.