მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი

hr.ge

პროგრამული ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი/ტესტერი

თბილისიბოლო ვადა 12 დეკ 2026
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას პროგრამული ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის (ტესტერის) პოზიციაზე; სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს. პასუხისმგებლობები: ტესტირების მოთხოვნების ჩამოყალიბება, პროექტის ტექნიკური დავალებიდან და სპეციფიკაციებიდან გამომდინარე; ტესტირების გეგმის შემუშავება და განხორციელება; ციფრული პროექტების ფუნქციონალის და დიზაინის სპეციფიკაციების ტესტირება; ძირითადი სადაზღვევო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების ტესტირება; ტესტირების შედეგების დოკუმენტირება და პროექტზე მომუშავე გუნდისთვის გაცნობა; პროექტის მაღალი ხარისხით განხორციელების მხარდაჭერა და დეფექტის/ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში პროექტზე მომუშავე გუნდის ინფორმირება; დეფექტის/ნაკლის გამოსწორების მონიტორინგი; პროექტის მიმდინარეობის ანგარიშგების მომზადება; პროექტის/აპლიკაციის მხარდაჭერის უზრუნველყოფა; სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ ენაში; კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS Office); დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/ ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/99VV64fd

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.