სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
hr.geპროგრამული ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი/ტესტერი
თბილისიApply by 12 Dec 2026
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას პროგრამული ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის (ტესტერის) პოზიციაზე;
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
ტესტირების მოთხოვნების ჩამოყალიბება, პროექტის ტექნიკური დავალებიდან და სპეციფიკაციებიდან გამომდინარე;
ტესტირების გეგმის შემუშავება და განხორციელება;
ციფრული პროექტების ფუნქციონალის და დიზაინის სპეციფიკაციების ტესტირება;
ძირითადი სადაზღვევო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების ტესტირება;
ტესტირების შედეგების დოკუმენტირება და პროექტზე მომუშავე გუნდისთვის გაცნობა;
პროექტის მაღალი ხარისხით განხორციელების მხარდაჭერა და დეფექტის/ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში პროექტზე მომუშავე გუნდის ინფორმირება;
დეფექტის/ნაკლის გამოსწორების მონიტორინგი;
პროექტის მიმდინარეობის ანგარიშგების მომზადება;
პროექტის/აპლიკაციის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ ენაში;
კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS Office);
დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/99VV64fd
Source: hr.ge. Availability may change.