გუდვილი
hr.geმძღოლი
თბილისიბოლო ვადა 12 დეკ 2026
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები:
წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტზე გასვლა მიღებული განაცხადის ან უშუალო ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე;
ტვირთის უსაფრთხოდ ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესის კონტროლი;
ავტომობილში ტვირთის სწორად განთავსებისა და წონის თანაბრად გადანაწილების უზრუნველყოფა;
პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
ანალიტიკური აზროვნება;
ორგანიზებულობა და დისციპლინა;
გუნდურად მუშაობის უნარი.
ძირითადი მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
B, C კატეგორიის მართვის მოწმობა.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;
ანაზღაურება: საათობრივი, მინიმუმ 1700 ლარი + ეფექტური საბონუსე სისტემა;
ლოკაცია: დიღომი;
ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/TBIFgB4b
გისურვებთ წარმატებას!
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.