Skip to main content
Back to all jobs

გუდვილი

hr.ge

მძღოლი

თბილისიApply by 12 Dec 2026
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს! ფუნქცია-მოვალეობები: წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტზე გასვლა მიღებული განაცხადის ან უშუალო ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე; ტვირთის უსაფრთხოდ ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესის კონტროლი; ავტომობილში ტვირთის სწორად განთავსებისა და წონის თანაბრად გადანაწილების უზრუნველყოფა; პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად. ძირითადი მოთხოვნები: ანალიტიკური აზროვნება; ორგანიზებულობა და დისციპლინა; გუნდურად მუშაობის უნარი. ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. B, C კატეგორიის მართვის მოწმობა. სამუშაო პირობები: გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში; ანაზღაურება: საათობრივი, მინიმუმ 1700 ლარი + ეფექტური საბონუსე სისტემა; ლოკაცია: დიღომი; ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ: კარიერული განვითარების შესაძლებლობას; მოქნილ სამუშაო გრაფიკს; გუდვილის ფასდაკლების ბარათს; ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; Fitpass ბარათს. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712 ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/TBIFgB4b გისურვებთ წარმატებას!

Source: hr.ge. Availability may change.