მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ისეკო

hr.ge

საწარმოო დანადგარის ოპერატორი

თბილისიბოლო ვადა 12 დეკ 2026
სტრუქტურული სამშენებლო მეტალის იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია ისეკო, რომელიც ბაზარზე 1992 წლიდან მოღვაწეობს, აცხადებს ვაკანსიას საწარმოო დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: საწარმოო დანადგარების მუშაობის პროცესში მონაწილეობა და მათი მართვა; დანადგარისთვის საჭირო მასალის მომზადება და მიწოდება; წარმოებული პროდუქციის მიღებასა და განთავსებაში მონაწილეობა; სამუშაო პროცესის მიმდინარეობის კონტროლი; სამუშაო ადგილის მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა; საწარმოში მოქმედი უსაფრთხოების წესებისა და სამუშაო ინსტრუქციების დაცვა. მოთხოვნები: საწარმოო გარემოში მუშაობის სურვილი და ტექნიკისადმი ინტერესი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ახალი ცოდნისა და ტექნიკური უნარების ათვისების სურვილი; გუნდური მუშაობის უნარი; შესაბამის პოზიციაზე ან საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის აუცილებელი. ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამუშაო გარემოს; კონკურენტულ ხელფასსა და დანამატებს; სამუშაო ადგილზე სწავლებას და საწარმოო დანადგარებთან მუშაობის შესწავლის შესაძლებლობას; პროფესიული განვითარების და საწარმოო დანადგარის ოპერატორად ზრდის შესაძლებლობას; გუნდურ სამუშაო გარემოს; პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს; სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 საათამდე, მისამართი: ქინძმარაულის 5/7, თბილისი. პიროვნული მახასიათებლები: შრომისმოყვარე; პასუხისმგებლიანი; ენერგიული; პუნქტუალური; ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული; ახალი ცოდნის ათვისების უნარი; გუნდური მუშაობის უნარი. ანაზღაურება: 1200 ლარიდან, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად (ხელზე ასაღები). დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ +995 511 52 88 44 ნომერზე ან გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@iseko.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — „საწარმოო დანადგარის ოპერატორი“. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.