ისეკო
hr.geსაწარმოო დანადგარის ოპერატორი
თბილისიApply by 12 Dec 2026
სტრუქტურული სამშენებლო მეტალის იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია ისეკო, რომელიც ბაზარზე 1992 წლიდან მოღვაწეობს, აცხადებს ვაკანსიას საწარმოო დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
საწარმოო დანადგარების მუშაობის პროცესში მონაწილეობა და მათი მართვა;
დანადგარისთვის საჭირო მასალის მომზადება და მიწოდება;
წარმოებული პროდუქციის მიღებასა და განთავსებაში მონაწილეობა;
სამუშაო პროცესის მიმდინარეობის კონტროლი;
სამუშაო ადგილის მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა;
საწარმოში მოქმედი უსაფრთხოების წესებისა და სამუშაო ინსტრუქციების დაცვა.
მოთხოვნები:
საწარმოო გარემოში მუშაობის სურვილი და ტექნიკისადმი ინტერესი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ახალი ცოდნისა და ტექნიკური უნარების ათვისების სურვილი;
გუნდური მუშაობის უნარი;
შესაბამის პოზიციაზე ან საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის აუცილებელი.
ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ სამუშაო გარემოს;
კონკურენტულ ხელფასსა და დანამატებს;
სამუშაო ადგილზე სწავლებას და საწარმოო დანადგარებთან მუშაობის შესწავლის შესაძლებლობას;
პროფესიული განვითარების და საწარმოო დანადგარის ოპერატორად ზრდის შესაძლებლობას;
გუნდურ სამუშაო გარემოს;
პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 საათამდე,
მისამართი: ქინძმარაულის 5/7, თბილისი.
პიროვნული მახასიათებლები:
შრომისმოყვარე;
პასუხისმგებლიანი;
ენერგიული;
პუნქტუალური;
ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
ახალი ცოდნის ათვისების უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: 1200 ლარიდან, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად (ხელზე ასაღები).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ +995 511 52 88 44 ნომერზე ან გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hr@iseko.ge.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — „საწარმოო დანადგარის ოპერატორი“. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
Source: hr.ge. Availability may change.