Midea
hr.geსაწყობის ოპერატორი
თბილისიბოლო ვადა 12 დეკ 2026
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე.
შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „საწყობის ოპერატორის“ პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
1C სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობა (კერძოდ: საწყობიდან გასული საქონლის რეალიზაციაზე ზედნადების გააქტიურება, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება და დასრულება);
უკან დაბრუნებლი საქონლის მიღება და ზედნადების გააქტიურება/დასრულება;
საწყობიდან სხვა ობიექტებზე გადაზიდული საქონლის შიდა გადაზიდვის ზედნადების გააქტიურება/დასრულება/კორექტირება.
რეალიზებული პროდუქციის ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტების, ზედნადებების შენახვა-დაარქივება;
საწყობიდან რეალიზებულ პროდუქციაზე საგარანტიო ტალონების შევსება, მძღოლისთვის, ყიდველისთვის გადაცემა;
საწყობის მენეჯერისთვის პროგრამული ნაშთების მიწოდება;
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ;
სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე);
საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა სასურველია (1c)
პიროვნული თვისებები:
კომუნიკაბელურობა;
სისხარტე;
თავაზიანობა;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
დისციპლინირებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი;
დღეში ერთჯერადი კვების საფასური 7 ლარის ოდენობით;
სამუშაო გრაფიკი:
კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე;
ხოლო კვირის განმავლობაში ერთი მოკლე სამუშაო დღე 10-დან 15 საათამდე.კვირა დღე დასვენება;
ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://midea.selfrecruit.ge/s/3I40
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.