Skip to main content
Back to all jobs

Midea

hr.ge

საწყობის ოპერატორი

თბილისიApply by 12 Dec 2026
"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე. შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში. შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „საწყობის ოპერატორის“ პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: 1C სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობა (კერძოდ: საწყობიდან გასული საქონლის რეალიზაციაზე ზედნადების გააქტიურება, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება და დასრულება); უკან დაბრუნებლი საქონლის მიღება და ზედნადების გააქტიურება/დასრულება; საწყობიდან სხვა ობიექტებზე გადაზიდული საქონლის შიდა გადაზიდვის ზედნადების გააქტიურება/დასრულება/კორექტირება. რეალიზებული პროდუქციის ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტების, ზედნადებების შენახვა-დაარქივება; საწყობიდან რეალიზებულ პროდუქციაზე საგარანტიო ტალონების შევსება, მძღოლისთვის, ყიდველისთვის გადაცემა; საწყობის მენეჯერისთვის პროგრამული ნაშთების მიწოდება; ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ; სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე მსგავს პოზიციაზე); საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა სასურველია (1c) პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელურობა; სისხარტე; თავაზიანობა; პასუხისმგებლობის გრძნობა; დისციპლინირებულობა; გუნდური მუშაობის უნარი; ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი; დღეში ერთჯერადი კვების საფასური 7 ლარის ოდენობით; სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე; ხოლო კვირის განმავლობაში ერთი მოკლე სამუშაო დღე 10-დან 15 საათამდე.კვირა დღე დასვენება; ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ასეთის არსებობის შემთხვევაში; ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://midea.selfrecruit.ge/s/3I40

Source: hr.ge. Availability may change.