მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

Midea

hr.ge

მოლარე ოპერატორი

თბილისიბოლო ვადა 12 დეკ 2026
Midea გაგრილების სისტემებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოზე ზრუნვაზე. შპს „ემტექნიკსი“ საქართველოში Midea-ს კონდიცირების სისტემებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორი და დისტრიბუტორია. კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები; სალაროს ყოველდღიური ოპერაციების წარმოება და კონტროლი; სალაროს დღის დახურვა და თანხის ინკასაციისთვის მომზადება; საბანკო ტერმინალით განხორციელებული გადახდების აღრიცხვა და 1C პროგრამაში მათი კორექტირება ბანკში თანხის ასახვის თარიღის შესაბამისად. შეკვეთების პროგრამაში ასახვა, დამუშავება და დასრულება; პროდუქციის განახლებული ფასების პროგრამაში ასახვა; სასაქონლო ზედნადებებისა და საგარანტიო ტალონების გამოწერა; საქონლის დაბრუნებისა და გადაადგილების დოკუმენტაციის მომზადება და პროგრამაში ასახვა; დოკუმენტაციის მოწესრიგება, შენახვა და დაარქივება; პოზიციასთან დაკავშირებული სხვა საოპერაციო დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები; უმაღლესი განათლება; მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება; საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა; 1C პროგრამაში მუშაობის ცოდნა; ნაღდ ფულთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობის გამოცდილება. პიროვნული კომპეტენციები მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე; დეტალებზე ორიენტირებულობა; ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა; ოპერატიულობა და სწრაფი რეაგირების უნარი; ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; თავაზიანობა და კეთილსინდისიერება. სამუშაო პირობები; სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, დღეში 8 საათი 10:00-19:00; სამუშაო გრაფიკი ზაფხულის სეზონზე მაისიდან აგვისტოს ჩათვლით: 09:00-18:00 და 11:00-20:00 ცვლებში. საწყისი ფიქსირებული ანაზღაურება: 1400 ლარი; ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://midea.selfrecruit.ge/s/3QK

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.