Midea
hr.geმოლარე ოპერატორი
თბილისიApply by 12 Dec 2026
Midea გაგრილების სისტემებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოზე ზრუნვაზე.
შპს „ემტექნიკსი“ საქართველოში Midea-ს კონდიცირების სისტემებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორი და დისტრიბუტორია.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები;
სალაროს ყოველდღიური ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
სალაროს დღის დახურვა და თანხის ინკასაციისთვის მომზადება;
საბანკო ტერმინალით განხორციელებული გადახდების აღრიცხვა და 1C პროგრამაში მათი კორექტირება ბანკში თანხის ასახვის თარიღის შესაბამისად.
შეკვეთების პროგრამაში ასახვა, დამუშავება და დასრულება;
პროდუქციის განახლებული ფასების პროგრამაში ასახვა;
სასაქონლო ზედნადებებისა და საგარანტიო ტალონების გამოწერა;
საქონლის დაბრუნებისა და გადაადგილების დოკუმენტაციის მომზადება და პროგრამაში ასახვა;
დოკუმენტაციის მოწესრიგება, შენახვა და დაარქივება;
პოზიციასთან დაკავშირებული სხვა საოპერაციო დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
უმაღლესი განათლება;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა;
1C პროგრამაში მუშაობის ცოდნა;
ნაღდ ფულთან და საბანკო ტერმინალებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული კომპეტენციები
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
ოპერატიულობა და სწრაფი რეაგირების უნარი;
ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
თავაზიანობა და კეთილსინდისიერება.
სამუშაო პირობები;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, დღეში 8 საათი 10:00-19:00;
სამუშაო გრაფიკი ზაფხულის სეზონზე მაისიდან აგვისტოს ჩათვლით: 09:00-18:00 და 11:00-20:00 ცვლებში.
საწყისი ფიქსირებული ანაზღაურება: 1400 ლარი;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://midea.selfrecruit.ge/s/3QK
Source: hr.ge. Availability may change.