მთავარ შინაარსზე გადასვლა
ყველა ვაკანსია

ბრიტანია დეველოპმენტი

hr.ge

ხარჯთაღმრიცხველი / პროექტის განმფასებელი

თბილისიბოლო ვადა 11 დეკ 2026
სამშენებლო კომპანია შპს „ბრიტანია დეველოპმენტი“ აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის/პროექტის განმფასებლის პოზიციაზე. კომპანია გთავაზობთ: მუდმივ სამსახურს. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. კომპანია ოპერირებს თბილისში. შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება დასაქმებულის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინიებით. ხელფასი გაიცემა განსაზღვრულ დღეს, თვეში ერთხელ. კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. ასევე, აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს კანდიდატის მიერ კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა. ძირითადი მოვალეობები: საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა, ანალიზი და სამუშაოთა მოცულობების განსაზღვრა; სამშენებლო მასალების, სამუშაოებისა და მომსახურების ღირებულებების განსაზღვრა; სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვების მომზადება; არსებული ხარჯთაღრიცხვების შემოწმება, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება; მშენებლობის მიმდინარეობისას ხარჯთაღრიცხვაში დასაკორექტირებელი პოზიციების გამოვლენა, შესაბამისი ცვლილებების განსაზღვრა და ხარჯთაღრიცხვის კორექტირება; პიროვნული უნარები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; ორგანიზებულობა; გუნდურად მუშაობის უნარი. დაინტერესებული კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი (ნებისმიერი ფორმით, სახელის, გვარის, ტელეფონის ნომერის და გამოცდილების მითითებით) შემდეგი ელ. ფოსის მისამართზე: hr@britania.ge

წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.