ბრიტანია დეველოპმენტი
hr.geხარჯთაღმრიცხველი / პროექტის განმფასებელი
თბილისიApply by 11 Dec 2026
სამშენებლო კომპანია შპს „ბრიტანია დეველოპმენტი“ აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის/პროექტის განმფასებლის პოზიციაზე.
კომპანია გთავაზობთ:
მუდმივ სამსახურს.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
კომპანია ოპერირებს თბილისში.
შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება დასაქმებულის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინიებით.
ხელფასი გაიცემა განსაზღვრულ დღეს, თვეში ერთხელ.
კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. ასევე, აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს კანდიდატის მიერ კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა, ანალიზი და სამუშაოთა მოცულობების განსაზღვრა;
სამშენებლო მასალების, სამუშაოებისა და მომსახურების ღირებულებების განსაზღვრა;
სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვების მომზადება;
არსებული ხარჯთაღრიცხვების შემოწმება, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
მშენებლობის მიმდინარეობისას ხარჯთაღრიცხვაში დასაკორექტირებელი პოზიციების გამოვლენა, შესაბამისი ცვლილებების განსაზღვრა და ხარჯთაღრიცხვის კორექტირება;
პიროვნული უნარები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
ორგანიზებულობა;
გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებული კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი (ნებისმიერი ფორმით, სახელის, გვარის, ტელეფონის ნომერის და გამოცდილების მითითებით) შემდეგი ელ. ფოსის მისამართზე: hr@britania.ge
Source: hr.ge. Availability may change.