თოდუას კლინიკა
hr.geმორიგე რეგისტრატორი
თბილისიბოლო ვადა 11 დეკ 2026
შპს „თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას მორიგე რეგისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
პაციენტის საჭიროებების გამოვლენა, მათი იდენტიფიცირება, შიდა პროგრამებსა ან/და სხვა სამედიცინო პორტალებზე პაციენტის მონაცემების ატვირთვა და რეგისტრაცია, კანონითა და შიდა სტანდარტით დადგენილი წესის შესაბამისად;
ანგარიშფაქტურების მომზადება დაფინანსებების მოსაპოვებლად, ამასთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის მიწოდება პაციენტებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უპირატესობა მიენიჭება ჯანდაცვის მენეჯმენტის სტუდენტს ან კურსდამთავრებულს;
ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
გამართული მეტყველებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ოპერატიულობა;
რეგისტრატორის, ქოლ-ცენტრის ოპერატორის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო გრაფიკი:
გრაფიკი: 24-საათიანი მორიგეობა (ოთხ დღეში ერთხელ).
სამუშაო საათები: 09:00-დან მომდევნო დღის 09:00 საათამდე.
სამუშაო ადგილი:
ცენტრალური ფილიალი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. №13.
დამატებითი სარგებელი:
Todua Cares — უფასო სამედიცინო მომსახურება;
FitPass;
ფინანსური დახმარება ქორწინებისა და შვილის დაბადების შემთხვევაში;
წელიწადში ორჯერ, დღესასწაულებთან დაკავშირებული ფინანსური ვაუჩერები;
სტაბილური სამუშაო გარემო და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/gLSxqKq
წყარო: hr.ge. ვაკანსიის სტატუსი შესაძლოა შეიცვალოს.