Skip to main content
Back to all jobs

თოდუას კლინიკა

hr.ge

მორიგე რეგისტრატორი

თბილისიApply by 11 Dec 2026
შპს „თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას მორიგე რეგისტრატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: პაციენტის საჭიროებების გამოვლენა, მათი იდენტიფიცირება, შიდა პროგრამებსა ან/და სხვა სამედიცინო პორტალებზე პაციენტის მონაცემების ატვირთვა და რეგისტრაცია, კანონითა და შიდა სტანდარტით დადგენილი წესის შესაბამისად; ანგარიშფაქტურების მომზადება დაფინანსებების მოსაპოვებლად, ამასთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის მიწოდება პაციენტებისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უპირატესობა მიენიჭება ჯანდაცვის მენეჯმენტის სტუდენტს ან კურსდამთავრებულს; ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა; გამართული მეტყველებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ოპერატიულობა; რეგისტრატორის, ქოლ-ცენტრის ოპერატორის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო გრაფიკი: გრაფიკი: 24-საათიანი მორიგეობა (ოთხ დღეში ერთხელ). სამუშაო საათები: 09:00-დან მომდევნო დღის 09:00 საათამდე. სამუშაო ადგილი: ცენტრალური ფილიალი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. №13. დამატებითი სარგებელი: Todua Cares — უფასო სამედიცინო მომსახურება; FitPass; ფინანსური დახმარება ქორწინებისა და შვილის დაბადების შემთხვევაში; წელიწადში ორჯერ, დღესასწაულებთან დაკავშირებული ფინანსური ვაუჩერები; სტაბილური სამუშაო გარემო და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/gLSxqKq

Source: hr.ge. Availability may change.